რეზონანსი
24.11.2025

ეს ჩვეულებრივი რეალობაა. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ნახეთ და შეადარეთ, პირდაპირი ვაჭრობა რუსეთთან წლების განმავლობაში რამდენი იყო და როგორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულია სანქციები, პირდაპირი ვაჭრობა აქვთ და რამდენია თანხების ბრუნვა, ამასაც ნახავთ - მარტივად შეიძლება ინფორმაციის მიღება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც ევროკავშირი, რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.

კახა კალაძის თქმით, ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ინტერესების დასაცავად აქ ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.

„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ და პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რეზოლუციებს იღებდნენ, მოგვიწოდებდნენ, რომ მივერთებოდით სანქციებს, რითაც ჩვენ უნდა დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა და ხალხი, ხოლო მათ ამით უნდა ესარგებლათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნუ გგონიათ, აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხსა და ამ ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×