რეზონანსი
23.11.2025

პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყალიბდება მთავრობა და ხდება ნდობის გაცემა მასზე, ირჩევა პრეზიდენტი. ამიტომ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიღების შესაძლებლობა უნდა გაუჩინოს ყველას ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ნებსით თუ უნებლიედ, იქ მცხოვრები არარეზიდენტი მაცხოვრებელი, მაინც იმ კონიუნქტურას ექვემდებარება ინფორმატიული თვალსაზრისით. იქ არსებული კონიუნქტურა ადამიანზე პირდაპირ თუ ირიბად გარკვეულ ეფექტს და ზეწოლას ახდენს.

„თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება, ტყუილების გავრცელება საზოგადოებისთვის, მცდელობა ვიღაცის მოტყუების, თვალებში ნაცრის შეყრის, თითქოს კანონმდებლობა და ხელისუფლება რომელიმე ქართველს, თუნდაც საქართველოში არამცხოვრებს ართმევს საარჩევნო უფლებას", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×