რეზონანსი
23.11.2025

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას" შტაბის უფროსს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ ბეირუთში განხორციელებული დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას" შტაბის უფროსი, ჰაითამ ალი ტაბატაბაი იყო.

„პრემიერ-მინისტრმა დარტყმის ბრძანება თავდაცვის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე გასცა. ისრაელი მზადაა თავისი მიზნების მისაღწევად ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს იმოქმედოს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×