რეზონანსი
23.11.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის თაობაზე საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში.

„ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი შეერთებული შტატების მშვიდობის ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, - წერს ორბანი წერილში.

Politico-ს ინფორმაციით, ორბანი წერილში ასევე წერს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×