რეზონანსი
22.11.2025

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კორუფციული სკანდალის მონაწილე ორ მთავარ ფიგურანტზე, ტიმურ მინდიჩზე და ალექსანდრე ცუკერმანზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მინდიჩსადა ცუკერმანზე ძებნა 20 ნოემბერს არის გამოცხადებული. მედიის თანახმად, მათი გვარები ძებნილ პირთა სიაში უკვე ჩასმულია. ინფორმაცია ბრალდებულების ადგილსამყოფლის შესახებ მითითებული არ არის.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო მინდიჩსა და ცუკერმანს ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას სდებს.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ოპერაცია „მიდასის“ ჩატარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა „ენერგოატომში“ დიდი ოდენობით თანხის უკანონო მითვისებისა და თაღლითობის სქემა გახსნეს. გამოძიების თანახმად, სახელმწიფო კომპანიის კონტრაქტორებს გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული საქონლის საფასურის 10-15%-ის ოდენობის თანხის დაბრუნებას, ე.წ. ოტკატის გადახდას ავალდებულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კონტრაქტების გაწყვეტითა და დაფინანსების შეჩერებით ემუქრებოდნენ. საქმის გახსნის შემდეგ მინდიჩმა და ცუკერმანმა უკრაინა დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×