რეზონანსი
22.11.2025

დღესავით ნათელია მთელი საზოგადოებისათვის, საით გვიბიძგებდნენ, შეიძლება, ჩვენი ქვეყანა აღარც კი ყოფილიყო, ამ ნარატივს და შეძახილს რომ გავყოლოდით, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა. ის გამოეხმაურა უკრაინასთან დაკავშირებით ბოლო დღეები განვითარებულ პროცესებს და უკრაინაში ომის საკითხზე ოპონენტების მხრიდან კრიტიკას. სოსიაშვილის შეფასებით, დღეს უკრაინა უფრო მძიმე მოცემულობაში აღმოჩნდა, ვიდრე ჰქონდა.

„დღესავით ნათელია მთელი საზოგადოებისათვის, საით გვიბიძგებდნენ, ჩვენი ქვეყანა შეიძლება, აღარც კი ყოფილიყო, ამ ნარატივს და შეძახილს რომ გავყოლოდით - თავიანთი ქვეყანა დაღუპეს და მერე სხვა ქვეყნების ჩათრევაზე გადავიდნენ. ჩვენი ხალხის გონიერებამ, ჩვენი ხელისუფლების წინდახედულობამ აგვაცილა ეს უბედურება და კატასტროფა. როცა ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, გმართებს მეტი წინდახედულობა, შეფასება სიტუაციის - რა ძალები გაქვს, ვის ერკინები და ვისთან გაქვს საქმე. აქედან გამომდინარე. რთულია ამ მოცემულობაში უკრაინის ყოფნა, რადგან იმაზე უარესი მოცემულობა მიიღო ქვეყანამ, ვიდრე ჰქონდა“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

19 ნოემბერს, გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×