რეზონანსი
22.11.2025

თავისთავად, ცრუ ნარატივები, რომლებიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა EPP-ს წერილთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს დასჯას ითხოვენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა და რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებაში არიან.

„ვხედავთ, რომ ასეთი ღირებულებებისგან დაცლილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი და რაც მთავარია, სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია სხვადასხვა ქვეყანაში არის ხელისუფლებაში. მათ შორის, ევროკომისიაში არის წამყვან პოზიციებზე წარმოდგენილი. მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტის სახით. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველანაირ წერილებს ძალა აქვს დაკარგული ქართველი ხალხისთვის. არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელებისა არ ინდობა. ეს ის ხალხია, ვინც უკრაინას ეუბნებოდა, რომ ბოლომდე იდგებოდნენ მათ გვერდში და გუშინ მოვისმინეთ უკვე კომენტარები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისა, რომ კონტაქტის ხაზი უნდა იყოს იქ, მოლაპარაკებები რა წერტილიდანაც უნდა დაიწყოს და ამით, ფაქტობრივად უკვე უკრაინას უთხრეს, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ასე, რომ ჩვენ ასეთი მტერმოყვარეები ბევრი გვყავს, სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა ისწავლა როგორ გაუმკლავდეს ამგვარ მტერმოყვარეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×