რეზონანსი
22.11.2025

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 22 წლის თომა პაჭკორია ადგილზე დაიღუპა.

„საშინელება ტრიალებს, როგორ უნდა შევხედოთ მის დედას თვალებში, არ ვიცით. 22 წლის უკარგესი შვილი დაკარგა. თომა მალე დაოჯახებას აპირებდა, როგორც ვიცი. შეყვარებული ჰყავდა. უპატიოსნესი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. ზოგადად, ეგ მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, საშინელი ადგილია. უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება მანდ. რა გახდა ამ გზაზე კამერების დაყენება? რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ავარიას“, - უყვებიან ambebi.ge-ს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×