რეზონანსი
22.11.2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადიკალები ამას პრორუსულად უთვლიან, ხოლო „როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი - ეს მათთვის სრულიად ნორმალურია“. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია „ოცნების” წევრს არ დაეთანხმონ.

„როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის აუცილებლობას (ადამიანების გადარჩენისთვის), რადიკალები პრორუსულად გვთვლიან, ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი - ეს მათთვის სრულიად ნორმალურია. ეს თემაც ნათლად აჩვენებს: რაც არ უნდა თქვა, რადიკალები შინაარსში არ შედიან, არ იაზრებენ, არ კითხულობენ. მათთვის მთავარი არის, „ოცნების“ წევრს არ დაეთანხმონ, თუნდაც დედამიწის სიმრგვალეზე“, - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×