
ვიტკოფ-დიმიტრიევის სკანდალური გეგმით გამოწვეული შოკის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პირველად მიმართა უკრაინელ ხალხს.
„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მიმენტია, უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ან ღირსებაზე უარის თქმა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმესი, ყველაზე მძიმე ზამთარი და შემდგომი რისკები.
„ წინ გველის ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.
„ჩვენგან ითხოვენ პასუხს, მაგრამ მე უკვე გავეცი პასუხი 2019 წლის 20 მაისს, როცა განვაცხადე, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობის დაცვაზე ვიღებდი ვალდებულებას.
"ჩვენ ფოლადის სიმტკიცე გვაქვს,, მაგრამ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მტკიცე ლითონმა ერთხელაც შეიძლება ვერ გაუძლოს", - განაცხადა მან.
ზელენსკი ვარაუდობს, რომ შემდეგი კვირა რთული და მოვლენებით დატვირთული იქნება.
"თქვენ მოწიფური და გაცნობიერებული ხალხი ხართ. იქნება დიდი წნეხი, მტერს არ სძინავს.
„მაშინ (24 თებერვალს) ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას, არც ახლა ვუღალატებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.