რეზონანსი
22.11.2025

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ევაკუატორს შეეჯახა, მანქანა მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა.

ავარიის შედეგად, ადგილზე 22 წლის ბიჭი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ამჟამად გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×