რეზონანსი
21.11.2025

მინდა გავიხსენო ის, რაც იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, აქაც ის კი არ არის, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დავალებას ზოგი შეგნებულად, ზოგი კი უნებლიედ ასრულებს.

„ეს არის მოცემულობა. ეს არის ამ იდეოლოგიის მთავარი არსი, სიძულვილის თესვა. საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტი, რადგან გარედან უნდა იყოს ადვილად სამართავი. ამის გამოძახილი თითოეული ის ქმედება, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ. შესაბამისად, ერთი მხრივ, ეს ადამიანები არიან სიბრალულის ობიექტი, რადგან ძალიან მძიმე ამბავში არიან შესული, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება ამ ყველაფრის მიმართ იყო მშვიდად განწყობილი. ისინი ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს. სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური. ამიტომ ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათი ბრძოლის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, მათი ბრძოლა დაკავშირებულია სამშობლოს ფენომენის მოსპობასთან, ეკლესიის რეპუტაციის შელახვასთან და ამ ხელწერის მთავარი მახასიათებელი, ბოლშევიზმისა და ფაშიზმის მსგავსად საზოგადოებაში სიძულვილის თესვაა.

„ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს გამოსვლას. 10-წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ, რაც ესროლეს, საავადმყოფოში ჩაწერა ეს ვიდეო, რასაც ყვება, რა ხდება ქუჩებში, რაც ხდება თეატრებში, რა ხდება პოლიტიკოსების მიმართ, რა ხდება ავტორიტეტების მიმართ, ეს ეხება სლოვაკეთს, გეგონება, რომ საუბრობს საქართველოზე, რადგან ერთი ხელიდან იმართება. სიძულვილის თესვა, ქვეყანასთან დაპირისპირება, ეს არის მთავარი ხაზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×