რეზონანსი
21.11.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მიესალმება, თუმცა, საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა დარჩეს. 

"უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მივესალმებით. საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს." - წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×