რეზონანსი
21.11.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, უკრაინაში მშვიდობის შესახებ, „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა შეაფასა.

„ეს გეგმა ძალიან ბევრი მხრიდან შეფასდა და მივიღეთ ასეთი სურათი, რომ ეს არის უკრაინის კაპიტულაციის გეგმა, ვინაიდან ამ გეგმის მიხედვით უკრაინას უწევს ტერიტორიების დათმობა, თავისი სამხედრო ძალების შეზღუდვა, შეიარაღების შეზღუდვა და ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა. ყველა ის პუნქტი, რომელიც წამოყენებული იყო ომის დაწყებამდე და რისი გულისთვისაც დაიწყო ეს ომი, ეს 28-პუნქტიანი გეგმა შეიცავს. თუმცა, ომის დაწყებამდე აქ ამხელა ტერიტორიების რუსეთთან მიერთებაზე ლაპარაკი არ ყოფილა, რუსეთი მოითხოვდა განსაკუთრებულ სტატუსს ამ ტერიტორიებისთვის და არა პირდაპირ შეერთებას. დღეს, ამ 28-პუნქტისმის მიხედვით აღიარებულია, რომ თუ დათანხმდება უკრაინა და ევროკავშირის ლიდერები ამ 28-პუქტიან შეთანხმებას, ფაქტიურად ეს ტერიტორიები გადადის რუსეთის შემადგენლობაში“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×