რეზონანსი
20.11.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში ექვსი ვეტერანი დემოკრატის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი განცხადების გაკეთება ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს მართლაც ცუდია და საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ამ სიტყვების თქმის უფლება არ აქვთ. ეს მოღალატეობრივი ამბოხების ქმედებაა!!! ჩაკეტეთ ისინი???" - წერს ტრამპი.

კონგრესში ექვსმა ვეტერანმა დემოკრატმა ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებენ, ხელისუფლების ბრძანებებს არ დაემორჩილონ. როგორც ამერიკული მედია წერს, მათ არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა ბრძანებას გულისხმობენ.

„არავის მოეთხოვება შეასრულოს ბრძანებები, რომლებიც არღვევს კანონს ან ჩვენს კონსტიტუციას. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გიჭერთ მხარს", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×