რეზონანსი
20.11.2025

პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. გუშინდელი დაკავებების გამო, ორგანიზატორებმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, რომ არავითარ კონტაქტში არ შესულიყვნენ სამართალდამცველებთან.

მარშის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებს ეძღვნებათ.

პროტესტის მარშრუტი უცნობია. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ მსვლელობის მიმართულებას.

„საქართველო ადექი, აჯანყდი!" „ძირს რუსული რეჟიმი!" - სკანდირებენ ისინი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა და პროტესტს ტრადიციულ ლოკაციაზე აგრძელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×