რეზონანსი
20.11.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.

დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×