რეზონანსი
20.11.2025

ძალიან მძიმეა ამ ბიუროკრატებისგან ისეთი განცხადებების მოსმენა, როგორიც არის პირველ რიგში რადიკალიზმის წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ბრიუსელის მხრიდან კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პრო რუსულია, როდესაც ხალხს და სახელმწიფოს ყოფ. სახელმწიფოს, რომლის ძალიან დიდმა უმრავლესობამ აირჩია ის ხელისუფლება, რომელიც უჭერს მხრას ხელისუფლების მიერ სამშვიდობო, რაციონალურ,

პრაგმატულ და მზრუნველ პოლიტიკას.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა დაუბრუნდება კლასიკური გაგებით თავის ღირებულებებს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მორიგი უსამართლო კრიტიკა ბრიუსელიდან. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდი ევროპელ პოლიტიკოსებს პოლიტიკური ინტერესებით გამოწვეული უსაფუძვლო კრიტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×