რეზონანსი
20.11.2025

 არ შეიძლება, გამჭვირვალობა დემოკრატიის შემაფერხებელი იყოს, დემოკრატიას რაიმე თუ ხდის სანდოს, სწორეს გამჭვირვალობაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებაზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ მათი მიზანი არ არის გამჭვირვალობა და დემოკრატია, არამედ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მკაფიოდ კონფრონტაციულად გადააქცევს.

„მათი მიზანი არ არის გამჭვირვალობა და დემოკრატია. მათი ამოცანაა, გაუმჭვირვალე პირობებში, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მკაფიოდ კონფრონტაციულ ქვეყნად გადააქცევდა. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად გამჭვირვალობა მიუღებელია. როგორ შეიძლება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსონ და ეს გამჭვირვალე არ იყოს. ევროკომისრის აღიარება ვნახეთ, რომ გზებს ეძებენ, საქართველოში ფული ისე შემოიტანონ, რომ ეს ხელისუფლებისთვის გამჭვირავალე არ იყოსო. გესმით, რა დონეზეა დასული რიტორიკა? გვეუბნებიან, რომ გამჭვორვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგოა. მაშინ, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ნომერ პირველ საფეხურზე რომ დგას, გაუმჭვირვალე გავხადოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×