რეზონანსი
20.11.2025

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის უფლებადამცველები აპირებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამტკიცონ ექს-მაღალჩინოსნის უდანაშაულობა. 

ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, რომ საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებამდე, საჭიროა ჯერ შიდა ინსტანციები ამოიწუროს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ოქრუაშვილის ადვოკატებიც და პროკურატურაც ასაჩივრებს. 

"ეს ხალხი წლების განმავლობაში რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებებს იძლეოდა, თავად იყვნენ შემთხვევის ადგილის მთავარი ფალსიფიკატორები, ისინი ამისთვის გასამართლდნენ კიდეც. შემდეგ, უკვე პატიმრობაში ყოფნის პირობებში მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ "ეთანამშრომლათ", მისცეს სასამართლოს ჩვენება და ძალიან მოკლე ვადაში, სადღაც 2 კვირიდან 1 თვემდე ვადაში, მათ ეს თავისუფლება მიიღეს. 

იოლად რა თქმა უნდა არ ვნებდებით და ყველა კანონიერ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. შესაძლებელია ყველაფერი რა თქმა უნდა [რომ საქმე სტრასბურგში წავიღოთ], ჯერ ქართულ სამართლებრივ სივრცეში ვართ ის, როგორც გვავალდებულებს ამას ჩვენი კანონმდებლობა," - ამბობს კახა წერეთელი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×