რეზონანსი
20.11.2025

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დისკუსია ნამდვილად იქნება, იმედია, რომ დისკუსია მოიტანს კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ელჩის თქმით, აღნიშნულზე გადაწყვეტილება ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ.

„მე მოლოდინი არ მაქვს. ქვეყნების ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ვერ გადავწყვეტ. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მინდა, ურთიერთობების გაუმჯობესება ვიხილო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის არც საქართველოსთვის, არც ევროკავშირისთვის. ასე რომ, იმედი მაქვს, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ინტერაქციას“, – განაცხადა ელჩმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×