
ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს. თამარ ბულია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.
ახალგაზრდა ქალს დაზიანებების კვალი მთელ ტანზე ეტყობა. ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.
„ჩემზე ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ჩემზე მეუღლემ, დათა პაპავამ და მამათილმა, კობა პაპავამ იძალადეს. ძალადობა ჩვემი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ადგილზე იყო ჩემი დედამთილი, ეკატერინე თოდუა, რომელიც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის შვილი წაერთვათ. დაზიანებები აღმენიშნება, სილურჯეები მაქვს და ტკივილი აღმენიშნება ზურგის არეში"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ საქმის გამომძიებელი თედო თოდუა ძალადობაში მხილებულ ოჯახთან დაახლოებული პირი, ამიტომ 21 წლის ქალის ადვოკატი მის აცილებას მოითხოვს.
ტვ პირველი