რეზონანსი
20.11.2025

საპროტესტო აქცია გუშინ კვლავ გაიმართა. მომიტინგეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა მოაწყვეს და მთაწმინდის რაიონის ქუჩებზე გადაადგილდებოდნენ.

პროტესტის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდნენ მოქალაქეებსა და ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილებას აფერხებდნენ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა, რადგან უწყების ცნობით, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

საპროტესტო მარშის მონაწილეებმა მსვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×