რეზონანსი
19.11.2025

ექსპერტები იმუშავებენ იმისათვის, რომ ბავშვების ქცევა შეიცვალოს, აღარ იყვნენ მიდრეკილი დანაშაულის ჩადენისკენ და პირიქით, მათი რესოციალიზაცია მოხდეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია.

მან ისაუბრა იმ დაწესებულების შესახებ, სადაც დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვნებს მოათავსებენ.

„დაწესებულება მორგებული იქნება ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე, სადაც გათვალისწინებული იქნება სპეციალიზებულად თითოეულ ბავშვზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგის ჩართულობას, ექსპერტის ჩართულობას და ზრუნვის განმახორციელებელი სხვა პირების ჩართულობას. ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება ბავშვების სწავლა-განათლება. ექსპერტები იმუშავებენ იმისათვის, რომ მათი ქცევა შეიცვალოს, აღარ იყვნენ მიდრეკილი დანაშაულის ჩადენისკენ და პირიქით, მათი რესოციალიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. საქართველოში გერმანული კანონის ზუსტი ანალოგი იმოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×