რეზონანსი
19.11.2025

"მურუსიძის სასამართლოს საშინელი გადაწყვეტილება" - ასეთია ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა - სრულად გამართლდა ადეიშვილი

ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება, ეს იყო მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილება. ისეთ რამეს გაიგებენ, ჯერ რომ არ გაუგიათ, ამის პირობას გაძლევთ. ეს იყო სხვა გადაწყვეტილება, არ არის ის საქმე თქვენ, რომ გგონიათ, ეს არის ის საქმე, სადაც ჩემთვის მურუსიძის სასამართლო არსებობს," - ამბობს სოსო რობაქიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×