რეზონანსი
19.11.2025

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის პარტია „სოციალ-დემოკრატები“ ქვეყნის დედაქალაქ კოპენჰაგენში ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

ეს არის პირველი შემთხვევა 1903 წლის წლის შემდეგ, როდესაც „სოციალ-დემოკრატები“ კოპენჰაგენში დამარცხდა. პარტიამ ადგილობრივი არჩევნები ასევე წააგო დანიის რამდენიმე დიდ ქალაქში.

მედიის ცნობით, პარტიის მხარდაჭერა ქვეყნის 98 მუნიციპალიტეტიდან 87-ში შემცირდა.

„პოლიტიკოს“ შეფასებით, ლიბერალური „ვენსტრეს“ ჯგუფის მიერ ამჟამად დანიაში მერების ყველაზე მეტი რაოდენობის კონტროლი ხაზს უსვამს ფრედერიქსენის პარტიის მიერ განცდილ პოლიტიკურ კატასტროფას, რომლის საარჩევნო ბაზაც, სავარაუდოდ ქალაქელი ამომრჩევლებისგან შედგება.

ამასთან, დანიის უდიდეს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კამპანიის დროს საცხოვრებლის მაღალი ფასი დომინირებდა, რის გამოც ამომრჩევლები ეროვნული მთავრობის რეაგირებით გაღიზიანებული იყვნენ.

კოპენჰაგენში, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახლების ფასები 20 პროცენტით გაიზარდა, ამომრჩეველთა მხოლოდ 12.7 პროცენტმა დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის პარტიას.

„ჩვენ დანაკარგებს ველოდით, მაგრამ კლება, როგორც ჩანს, უფრო დიდია, ვიდრე ველოდით. ეს, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×