რეზონანსი
19.11.2025

მარტა კოსმა პრაქტიკულად აღიარა ის, რომ აქ შემოდიოდა „შავი ფული“. ეს არის მითითება „ენჯეოებისადმი“, რომ ეს ფული არ შემოვა თუ კი არ იქნება სახელმწიფოს მიმართ ლაშქრობა უფრო ხისტი, დამაზიანებელი და სისხლისმღვრელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, მარტა კოსის განცხადება დასტურია იმის, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დააწესა კონტროლი, ამ ფულის შემოტანა გაჭირდა და ახლა დაფინანსების სხვა გზებს ეძებენ.

„მარტა კოსმა პრაქტიკულად აღიარა ის, რომ აქ შემოდიოდა „შავი ფული“ და ვინაიდან სახელმწიფომ დააწესა კონტროლი, ამ ფულის შემოტანა გაჭირდება. ერთი მხრივ, ეს არის აღიარება და მეორე მხრივ, ეს არის მითითება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და მათზე დამოკიდებული კონკრეტული პირებისადმი, რომ ექსტრემისტული მოძრაობები უფრო ხისტი უნდა იყოს, მათ მიერ ორგანიზებული ეს საპროტესტო აქციები უფრო ხისტი უნდა იყოს, რათა დროულად მოხდეს მათი დაფინანსება. „ვეძებთ დაფინანსების გზებს“ - ნიშნავს იმას, რომ აპირებენ „შავი ფულის“ შემოტანას ან მიანიშნებენ იმაზე, რომ ეს ფული არ შემოვა თუ კი არ იქნება სახელმწიფოს მიმართ ლაშქრობა უფრო ხისტი, დამაზიანებელი და სისხლისმღვრელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს. მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×