რეზონანსი
18.11.2025

 გამოცემა Reuters-ი წერს, რომ კომპანია Bosch-ს წარმოებაში პრობლემები აქვს და სამ ქარხანაში სერიოზულ შეფერხებებს განიცდის.

კომპანიის ცნობით, ათასობით დაზარალებული თანამშრომელია.

„ამჟამად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანსბახის, ზალცგიტერისა და ბრაგას ქარხნებში წარმოება კვლავ შეფერხებულია"- ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.

გამოცემის ცნობით, მიწოდების კრიზისის გამო Bosch-ი საჭიროებისამებრ მუშებს სახლში უშვებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის პრესსპიკერის განმარტებით, გერმანიაში კომპანია „საჭიროების მიხედვით" სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ანაზღაურებადი სამუშაო პროგრამით სარგებლობს: ზალცგიტერის ქარხანაში (სულ 1 300 თანამშრომელი) 300-400 ადამიანი, ხოლო ანსბახში (სულ 2 500 თანამშრომელი) დაახლოებით 650 თანამშრომელია დროებით გათავისუფლებული. პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში მდებარე ქარხანაში (სულ 3 300 თანამშრომელი) 2 500-მდე ადამიანია დაზარალებული.

Bosch-მა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სავაჭრო-პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და მიუთითა ჩართულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებისკენ გადადგმულ „პირველ ნაბიჯებზე".

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ამ კვირაში პეკინში ჩავლენ კომპრომისის მოსაძებნად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×