რეზონანსი
18.11.2025

რკინიგზის მარშრუტზე დივერსიული აქტების მოწყობაში ეჭვმიტანილები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტუსკის ცნობით, გამოძიებამ კვირას, ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მარშრუტზე მოწყობილი დივერსიული აქტების უკან მდგომი ორი პირის ვინაობა დაადგინა.

ტუსკის განცხადებით, ორივე ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც პოლონეთში ბელარუსიდან გადავიდნენ და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად მუშაობდნენ.

„შესაძლოა, ეს ინციდენტები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზული იყოს, რომლებიც პოლონეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დივერსიული აქტების მოწყობის შემდეგ ეჭვმიტანილები ბელარუსში დაბრუნდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×