რეზონანსი
18.11.2025

ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხულობა უნდა იგრძნოს, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას. კერძოდ, დეპუტატი გამოეხმაურა ხაზარაძის განცხადებებს, რომ „იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ხელშეკრულება სრულად უნდა გასაჯაროვდეს.

„თავად ჰქონდა მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულება ყოფილიყო კომერციული საიდუმლოს გრიფით და არ გასაჯაროებულიყო. დღეს პირიქით, ითხოვს „იგლ ჰილსის“ კონტაქრტის გასაჯაროებას. ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხულობა უნდა იგრძნოს, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მან და მისმა პარტიამ სამწუხაროდ ისეთ რაღაცებზე მოაწერეს ხელი, რომ ესეც ალბათ არავის უნდა გაგვიკვირდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიცია ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვს. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ლიდერი.

პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები კომერციული სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება. ეს ის შემთხვევაა, როცა ინვესტორს არ სურს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოსთვის მიცემული პირობები გასაჯაროვდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×