რეზონანსი
18.11.2025

ნიუ დელი: ინდოეთის კოსმოსური პროგრამა პროგრესულად ხორციელდება წლების განმავლობაში, აღწევს შთამბეჭდავ სატელიტურ მიზნებს (ეხლახან გაშვებული იქნა ისტორიაში უმძიმესი 4,400 კგ-ანი საკომუნიკაციო სატელიტი). ინდოეთი ინარჩუნებს მყარ პოზიციას კოსმოსის ამთვისებელი ქვეყნების ელიტურ კლუბში მოწინავე და დამოუკიდებელი პოტენციალის შექმნით კომპლექსური კოსმოსური მისიების დაგეგმვის, გაშვების და ექსპლუატაციის მიმართულებით. ინდოეთი შემოაბიჯა კოსმოსურ ერაში 1975 წელს პირველი თანამგზავრის „არიაბჰატა“-ს გაშვებით, რომელიც შემუშავდა ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით. 

ამის შემდეგ, ქვეყანას ჰქონდა უფრო ხანგრძლივი ნაბიჯები, თვით-დაჯერებულობაზე ფოკუსირებით, სხვადასხვა ტიპის სატელიტების შემუშავების გზით. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO), ქვეყნის უმთავრესი კოსმოსის ათვისების სააგენტომ, გაამყარა მისი მისწრაფება ტექნიკურად ურთულესი  და გიგანტური მისიების შესრულებით (მათ შორისაა, მთვარის მისია ჩანდრაიან-3, მარსის მისია მანგალიაანი, მზის ობსერვატორიის მისია დიტია-ლ1). ინდოეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიაღწია მთვარის სამხრეთ პოლუსს. 

ინდოეთი აშენებს და უშვებს მის საკუთარ რაკეტებს: პოლარული თანამგზავრის გამშვები გადამზიდი (PSLV), გეოსინქრონული თანამგზავრის გადამზიდი (GSLV), გეოსინქრონული თანამგზავრის გადამზიდი მკ-111 (LVM3). გარდა ამისა, ISRO აპროექტებს მცირე ზომის თანამგზავრის გადამზიდს (SSLV). ISRO-მ შექმნა კიდევ ერთი ფურცელი კოსმოსის ათვისების მსოფლიო ისტორიაში რეკორდული რაოდენობის (104 ც.) თანამგზავრის გაშვებით ერთიანად 2017 წელს. ინდოეთმა გაუშვა მინიმუმ 354 უცხოური თანამგზავრი 34 ქვეყანას ყველა კატეგორიის თანამგზავრების პოტენციალით. 

2023 წელს, ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აითვისა მთვარის სამხრეთი პოლუსი და გახდა მეოთხე ქვეყანა პლანეტარული სხეულის დაშვების კუთხით. „ინდოეთი შემოაბიჯა მთვარეზე, მიაღწია მთვარის სამხრეთ პოლუსს, და არის ერთადერთი ქვეყანა ამ საქმეში,“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ. მისი თქმით, „ეს წარმატება ეკუთვნის მთელ კაცობრიობას“ და „იგი დაეხმარება მომავალში სხვა ქვეყნებს მთვარეზე გამგზავრების შესრულებაში“.

უამრავი ადამიანი მიესალმება სამხრეთ პოლუსზე ჩანდრაიან-3-ის უპრეცედენტო დაშვებას. მათ შორის არიან ისეთი საერთაშორისო ლიდერები, როგორიცაა მაშინდელი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარრისი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ასტროფიზიკოსი ნეილ დეგრას ტაისონი, IMF-ის ოფიციალური წარმომადგენელი გიტა გოპინათი, ხოლო აშშ-ს ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსური ადმინისტრაცია (NASA), ევროპული კოსმოსის სააგენტო (ESA), გაერთიანებული სამეფოს  კოსმოსური სააგენტო ულოცავდნენ ინდოეთს ამ ისტორიულ და შთამბეჭდავ მიღწევას. 

ავსტრალიის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა „ეს მისია დაეხმარება კაცობრიობას უკეთესად შეისწავლოს ჩვენი ციური მეზობელი და გახადა ინდოეთი მეოთხე ქვეყნად, რომელმაც წარმატებით მიაღწია მთვარეს“. აღსანიშნავია, რომ ჩანდრაიანი-3-ის ღირებულებამ შეადგინა მხოლოდ 75 მლნ. აშშ დოლარი, რაც ბევრად დაბალია, ვიდრე ჰოლივუდის რიგი კინოფილმის ბიუჯეტი. ინდოეთის წარმატება კარგი მაგალითია მცირე ან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის კოსმოსის შესწავლის თვალსაზრისით. 

კიდევ ერთი მსგავსი დაბალ-ბიუჯეტიანი კოსმოსური მოვლენა, რომელიც განხორციელდა ინდოეთის მიერ იყო მარსის საარბიტრო მისია „მანგალაიაანი“, 74 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებით (ეს არის ყველაზე იაფი პლანეტთაშორისი მისია ისტორიაში). გარდა ამისა, ინდოეთი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც მიაღწია მარსის ორბიტას და ასევე განახორციელა პირველი მცდელობა ამ მიმართულებით. თავდაპირველი გეგმით მანგალაიაანს უნდა ემუშავა ექვსი თვე, თუმცა მისი ექსპლუატაცია გაგრძელდა 8 წელი და შედეგად გააგზავნა ჯამში ორი ტერაბიტის მოცულობის ათასობით მნიშვნელოვანი გამოსახულება. 

ინდოეთი წარჩინებულია ასევე მის მზის კვლევით მისიაში. ISRO-მ წარმატებით განათავსა სამეცნიერო კოსმოსური ობსერვატიული სატელიტი ადიტია-ლ-1, შვიდი ექსპერიმენტალური ბლოკით სპეციალურ გაო-ორბიტაში, სადაც მზეზე ხორციელდება დაკვირვება დედამიწიდან ან მთვარიდან დაბლოკვის გარეშე. 46 მლნ. აშშ დოლარით შეფასებული ადიტია-ლმა გამოავლინა ინდოეთის პოტენციალი ხარჯ-სარგებლიანი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი კოსმოსური სამეცნიერო მისიების წარმატებით განხორციელებაში. 

ამჟამად, ინდოეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მისი ასტრონავტების გაგზავნის რეალობას  დედამიწის ქვედა ორბიტაზე. გაგანაიანი, - ინდოეთის პირველი ადამიანის კოსმოსური მისია იგეგმება 2025 წლის ბოლოს. „მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ დავგეგმეთ უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვება ამ წლის დეკემბრის ბოლოს“, - განაცხადა ISRO-ს უფროსი ვ ნარაიანანი. ფრანგი ასტრონავტის თომას პესკვემ დაახასიათა გაგანაიაანი-ს მისია როგორც „უსაზღვროდ შთამბეჭდავი და აღსანიშნავი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ჩემი ოცნებაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავფრინდე ინდოელ ასტრონავტებთან ერთად და ვითანამშრომლო მათთან გარე კოსმოსში, და ამით მივაღებინო ჩვენს ქვეყნებს უზარმაზარი სარგებელი,“ - განაცხადა პესკემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×