რეზონანსი
18.11.2025

ვერ ვხვდები, „იგლ ჰილსის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით „ოცნებას“ რა აქვს დასამალი? წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით. თუ რაღაც საკითხებს საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ ისეთი პუნქტებია, რომელთა გასაჯაროებაც არ აწყობთ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არაბულმა მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები თუ არ დაიცვა, რა ინსტრუმენტებია, რის საფუძველზეც „იგლ ჰილსი“ საქართველოს ზარალს აუნაზღაურებს?

„ხელშეკრულების გასაჯაროებას იმის გამო ვითხოვთ, რომ ქართველ ხალხს ამ
საკითხზე სამართლიანი კითხვები და ღელვა აქვს. საქმე ქართულ მიწას ეხება. ეს ხომ არ არის კომერციულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება? ეს არის სახელმწიფოსა და კომერციულ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი? წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით. თუ რაღაც საკითხებს საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ ისეთი პუნქტებია, რომელთა გასაჯაროებაც „ოცნებას“ არ აწყობს. ჩვენი კონკრეტული კითხვა ქართული მიწის გასხვისების პირობას ეხება. „ოცნება“ ამას ხსნის, რომ თითქოს ეს არ არის გასხვისება, იმიტომ, რომ თურმე 33% გვაქვს, მაგრამ, მგონი, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს მინიმალური წილია და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ქართული მხარე არ არის. ამიტომ, ყველა ის რისკი, რაც დაკავშირებულია იმ კაპიტალთან, რაც არის ქართული მიწა, დაზღვეული უნდა იყოს. როგორ ხდება ამ რისკის გადაზღვევა? არაბულმა მხარემ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არ დაიცვა და ეს პროცესი დროში გაჭიანურდა, ამ შემთხვევაში რა ინსტრუმენტებია, რის საფუძველზეც მეორე მხარე, „იგლ ჰილსი“ საქართველოს ზარალს აუნაზღაურებს? ციფრები, რასაც კობახიძე ასახელებს, საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით გაცილებით გაზვიადებულია“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×