
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიის პრეზიდენტის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით, გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში წერს, რომ აღნიშნული ვარიანტების გაერთიანებაც შესაძლებელია.
წერილის თანახმად, 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროება 135.7 მილიარდ ევროს შეადგენს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა, კერძოდ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრამდე.