რეზონანსი
17.11.2025

ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის 

გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სრულიად შეესაბამება როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო პრაქტიკას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია შესაბამისი გარე ჩარევების, იქ არსებული საინფორმაციო საშუალებების ლიმიტირებული წარმოდგენის, რეალობის შეგრძნების არ არსებობის გამო. ამიტომაც იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად შეესაბამება როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო პრაქტიკას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების - უცხოეთში მყოფი პირების - არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×