
ორშაბათს „ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების მთელი სერიაა დააანონსა და აქედან ოპოზიციის ყველზე მწვავე კრიტიკა „საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით არსებულ გეგმას მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „შრომის კოდექსი" მთლიანად გადამუშავდება და საპარლამენტო არჩევნებზე, ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისათვის სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს საკუთარ ინტერესებს მოარგოს „საარჩევნო კოდექსი", რადგანაც, ერთის მხრივ, ემიგრამტთა უმრავლესობა ისედაც ოპოზიციურადაა განწყობილი და გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე არჩევნების გაყალბების შესაძლებლობაც მინიმალურია.
ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ ემიგრანტები ხშირად ექცევიან „იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ ყალიბდება ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე". ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა კი მათ საშალებას მისცემს თავად დააკვირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას და უფრო გათვიცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ცვლილება არჩევნების შედეგებზე დიდად არ აისახება, რადგანაც საზღვარგარეთ აღცევნებშ მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. თუმცა, მეორეს მხრივ, ემიგრანტებისთვის ასეთი შეზღუდვების დაწესებით მათი კონსტიტუციური უფლება ილახება.
ბოლო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ქალქებში დამატებითი უბნების გახსნაზე მოქალაქეებმა უარი მიიღეს. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს საზღვრებს გარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მათ უმრავლესობაში „ქართულმა ოცნებამ" მკვეთრად დაბალი შედეგი მიიღო, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ცვლილება შიშს უკავშირდება. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ „ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში".
„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ - რადგან ბოლო არჩევნებში (2024 წლის საპარლამენტო არჩევნები) კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო არიან, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვან", -განაცხადა ანი წითლიძემ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს მიდგომა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში აპრობირებულია.
„ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს.საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუბრკოლებლივ ექნება საშუალება ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ეს საკითხი საკუთარ ქვეყანაში, საარჩევნო ურნასთან წყდება, როდესაც თითოეული მათგანი ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას გადაწყვეტს. 3 დღით ადრე ჩამოვა თუ რამდენიმე თვით ადრე, ამას ნუ შევუზღუდავთ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ თავის ქვეყანაში მისცენ ხმა", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, დავით მათიკაშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის.
„არჩევნების შედეგებზე, საერთოდ, საზღვარგარეთიდან შემოსული ხმები არანაირად არ ისახებოდა, რეალურად ასეა. იმიტომ, რომ, როგორც წესი, ხელისუფლება ძალიან ცოტა უბნებს ხსნის საზღვარგარეთ და ამიტომ ემიგრანტთა აბსოლუტურ უმრავლესობას, შეიძლება ითქვას, არ აქვს საშუალება, რომ ხმა მისცეს.
„მაგალითად, 2024 წლის არჩევნებზე 35 000-ზე ცოტა მეტი ადამიანი იყო, რომელმაც ხმა მისცა,. ეს საერთო ხმების დაახლოებით 2%-ია. ამიტომ, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით, ეს არ არის იმდენად მნიშნელოვანი.
„აქ სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანიa. ერთი ის, რომ, საერთოდ, ხმის მიცემა ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ამით, ფაქტობრივად, ილახება ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება
„მეორე მხარეა ის, რომ, როგორც წესი, ხელისუფლება საზღვარგარეთ არჩევნებს ვერ აყალბებს ხოლმე, ვერ მიუწვდება ხელი. ამიტომ იქაური ხმები - 35 000 იქნება, 30 000, თუ 25 000 - ყოველთვის ისე გამოდის, რომ მათი 80% ოპოზიციურია. ამიტომ ახლა თავიც რომ არ შეიწუხონ, ხარჯებიც რომ ნაკლები ჰქონდეთ, მაინცდამაინც, მერე რომ არ იძახონ, რომ იქ იმიტომ აგებს, რომ ვერ აყალბებს, ეს პრობლემა მოიცილეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.