
სამწუხაროდ, მიხაილ პოდოლიაკის სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ამას არაფერი უჭირს, სამარცხვინო ქმედებებიც რომ არ მოსდევდეს“.
„სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა და ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ იყო კოორდინირებული უკრაინის სპეცსამსახურებთან, რა მიზანს ისახავდა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში მისი შემოსვლა. მათი მიზანია, საქართველოში ქაოსის და დესტაბილიზაციის შექმნა. საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა იყო ამ ყველაფრის მიზანი. სამწუხაროდ, ეს სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი. მოძმე უკრაინელ ხალხს ისეთ ხელისუფლებას ვუსურვებ, რომელიც შეესაბამება უკრაინის ღირსეულ მიზნებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა“.