
აშშ-ს პრეზიდნეტმა ,დონალდ ტრამპმა მეგა-სანქციების ახალი ტალღა დაანონსა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი ეკონომიკური თანამშრომლობის შემთხვევაში ქვეყნებს 500%-იან საბაჟო ტარიფებს უწესებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ მუქარა იყოს რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად, ვიდრე რეალური გეგმა. მათი ნაწილიკი ამბობს, რომ ახალი სანქციების ამოქმედება აშშ-სა და აზიური ქვეყნების ურთიერთობისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც კონკრესში რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა ჯერ კიდევ აპრილში წარადგინეს. ამის შემდეგ მისი განხილვა არაერთხელ გადაიდო, რადგან ტრამპს ეშინოდა, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა ნეგატყიურად ემოქმედა მის მცდელობებზე, რომ კრემლი უკრაინაში ომის შეჩერებაზე დაეთანხმებინა.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა ოქტომბერში განაცხადა, რომ მზად იყო კენჭისყრაზე წარედგინა კანონპროექტი. პრეზიდენტმა ტრამპმა კი 16 ნოემბერს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მის მიღებას მხარს დაუჭერს.
„როგორც იცით, მე ეს შეთავაზება გავჟღერე, ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს, ძალიან მკაცრად დაჯარიმდება", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა უკვე დააწესა 50%-იანი ტარიფები ინდოეთისთვის, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. თუმცა, ამის მიუხედავად, ნიუ-დელიმ განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას.
ზოგიერთi ექსპერტi ტრამპის ამ განცხადების მიმართ მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ტრამპი უბრალოდ არ ამბობს ამ სიტყვებს, თუმცა, არ ვიცი დგას თუ არა ამი სიტყვების მიღმა უკან რაიმე რეალური კონცეფცია. თუმცა, პოტენციური მეორე ფაზა შეიძლება მოიცავდეს ინდოეთისთვის ტარიფების გამკაცრებას, ან რუსული ნავთობის მყიდველებისთვის სათანადო მეორადი სანქციების დაწესებას", - განუცხადა „კივ ინდეფენდენტს" ამერიკელმა მკვლევარმა ჰილგენშტოკმა.
ამერიკის კვლევების ექსპერტი ალექსანდრა ფილიპენკოც ასევე ფიქრობს, რომ სავარაუდო „პირველი ეტაპი" ინდოეთიდან შემოტანილ საქონელზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს.
„ტრამპის თქმით, (პირველი) ეტაპი „დასრულდება", როდესაც ევროპა ხელს მოაწერს ერთობლივი ზომების პაკეტს, რომელიც ეფექტურად მოაგვარებს „ჩრდილოვანი ფლოტისა" და რუსული ნავთობის რეექსპორტის საკითს, თუმცა, გაურკვეველია, თვლის თუ არა ტრამპი, რომ „მეორე ფაზაზე გადასვლისთვის", რისთვისაც ის მზადაა, ევროკავშირმა სრულად უნდა თქვას უარი რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე", - განაცხადა ექსპერტმა.