რეზონანსი
17.11.2025

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია Erasmus+-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.

„ნებისმიერი ევროკავშირის პროგრამის შემთხვევაში, წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს, ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×