რეზონანსი
17.11.2025

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რაც ევროკავშირს ბოლო წლებში საქართველოს მიმართ აქვს.

„გრძელდება შანტაჟი, მუქარა. არაერთი განცხადება მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით.ეს შემოტევები არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ბოლო წლების განმავლობაში ხდება.

ზოგადად არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ყველამ კარგად ვიცით. ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც საუბრობდა, რომ, პირველ რიგში, არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებდა.თუმცა, ჯერ მსგავსი არაფერი ხდება და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ვნახოთ მომავალში რა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×