რეზონანსი
17.11.2025

ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო. რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ამასთან, კითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი ფაქტი, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ ამით. ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის“.

შეგახსენებთ, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც. გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×