
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანმა ადასტურებს, რომ
თორნიკე რიჟვაძის გერმანიაში გაემგზავრა, მაგრამ ეს მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორეს გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში", - განუცხადა "ტვ პირველს“ ახვლედიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა აჭარის ყოფილი მეთაური საქართველოში, ახვლეიანი პასუხობს: „რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა“.
„თავშესაფარათან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები, მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბურნებას იგივე კლინიკაში, მაგრამ რადგან თურქეთში მოხვდა, იქვე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ სითხის ჩადგომა კვლავ გაუმეორდა და არის იქეთ“, - განუცხადა მან ტელეკომპანიას.
გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.