
ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრა იწყება, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედებაა. არსებული გეგმის მიხედვით, დეკემბრიდან შესაძლოა უვიზო რეჟიმი გაუუქმდეთ "ქართული ოცნების" ლიდერებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმს ჩვეულებრივად ინარჩუნებენ, აღნიშნულ პირებს ევროპაში მოგზაურობა მხოლოდ ვიზით შეეძლებათ. ამასთან, ყოველ კონკრეტულ პირზე ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მისცენ თუ არა ევროკავშირში შესვლის უფლებას.
დიპლომატების თქმით, აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: არსებობს ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზები. მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში მრავალჯერადი ვიზების გაცემის პრაქტიკა ფაქტობრივად შეწყვეტილია, რადგან ევროკავშირი უსაფრთხოების დამატებით კონტროლებს იყენებს.