
ციცინო შურღაიას და ია ფარულავას დაპირისპირებაში ია ფარულავას ყოფილი ქმარი ტარიელ სუარი კიდევ ერთხელ ჩაერთო. ციცინო შურღაიამ ამჯერად სუარს მიმართა და საჯაროდ კითხვა დაუსვა - „მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?“.
ტარიელ სუარმა აღნიშნულს სოციალურ ქსელში უპასუხა:
„რას ვაკეთებ და შენი ძველი ბინის აივნის კარადას ვიცავ, ქურდებმა რომ არ მოიპარონ, კანადელი სიძის ნებართვის გარეშე. სხვათაშორის იმდენად მომწონს ეს საქმე, რომ მიღებული სიამოვნებისთვის ამჟამინდელ მფლობელს თვეში 600 დოლარს აქეთ ვუხდი. სხვათაშორის მეგობრებო, ჩემს ერთ-ერთ ბინაში, კერძოდ
დიუმას ჩიხის 3 ნომერში საუკეთესო ტორტები იყიდება სრულიად საქართველოს მასშტაბით. მოგიწოდებთ ყველას დააგემოვნოთ“, – დაწერა ფარულავას ყოფილმა ქმარმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე