
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰამასი“ განიარაღდება. ღაზის ტერიტორიის ე.წ. დემილიტარიზაციის საკითხზე საუბრისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ასეთი რამ არ იქნება არც 20-პუნქტიან გეგმაში და არც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში“.
„ეს ტერიტორია დემილიტარიზებული იქნება და „ჰამასი“ განიარაღდება ან მარტივი გზით, ან რთული გზით. ეს არის ის, რაც მეც ვთქვი და პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი კვლავ ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.
„მე ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდი ამ მცდელობებს და ამას ვაკეთებ როგორც გარე, ასევე შიდა ზეწოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.