რეზონანსი
16.11.2025

იმის ფონზე, რომ ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთ მიზანი იყო, რომ ეკონომიკა ჩამოქცეულიყო, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური სტაბილურობა, პირიქით გვქონდა ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ფაქტობრივად საკონტროლო გასროლასავით იყო მათთვის ექვსნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოდის.

„ეს ადამიანები წესით, თავისი ბიზნეს წარმომავლობიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უნდა ხედავდნენ ამ პროექტის ეფექტიანობას. თუმცა, ამის საპირისპიროდ ისინი პირდაპირ ემტერებიან, რომ ეს უმსხვილესი პროექტი არ განხორციელდეს. ეს ადამიანები არიან თითქმის იგივე, ვინც „ნამოხვან ჰესს“ და სხვა უმსხვილეს ენერგოუსაფრთხოების პროექტებს უპირისპირდებოდნენ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×