რეზონანსი
16.11.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საფრანგეთთან ორშაბათს „ისტორიულ შეთანხმებას" გააფორმებს, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.

„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს", - აღნიშნა ზელენსკიმ დილის მიმართვაში.

უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის გრაფიკის მიხედვით, ხელმოწერა ორშაბათს გაიმართება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშაბათს შედგება მისი „პროდუქტიული ვიზიტი" ესპანეთში, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

„კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან. დღეს ჩვენი მთავარი მიზნებია საჰაერო თავდაცვა და საჰაერო თავდაცვის რაკეტები. რუსეთის ყოველი დარტყმის შემდეგ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ძალების აღდგენას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×