რეზონანსი
16.11.2025

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებისგან 100 პოლიციელია.

ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობა ძალადობრივი დანაშაულისა და პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ გამართა.

აქცია Gen Z-ის ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებით გაიმართა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ გახმაურებულ მკვლელობებს, მათ შორის ურუაპანის მერის, კარლოს მანცოს მკვლელობას. კარლოს მანცო, რომელმაც კარტელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა, რამდენიმე კვირის წინ მოკლეს. მომიტინგეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „ჩვენ ყველანი კარლოს მანცო ვართ".

დემონსტრანტებმა ეროვნული სასახლის დამცავი ბარიერის ნაწილები დაშალეს, სადაც პრეზიდენტი შეინბაუმი ცხოვრობს. შენობასთან მყოფმა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მეხიკოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, პაბლო ვასკესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ძარცვისა და თავდასხმისთვის 20 ადამიანი დააკავა.

პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მსვლელობები, დააფინანსეს მემარჯვენე პოლიტიკოსებმა, რომლებიც მისი მთავრობის მოწინააღმდეგეები არიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×