რეზონანსი
15.11.2025

ცნობილი პლასტიკური ქირურგის და პროფესორის, ციცინო შურღაიას „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ინტერვიუში შურღაია საუბრობს, რომ ია ფარულავა ყველას ატყუებს, მათ შორის, მოატყუა ყოფილი ქმარი - ტარიელ სუარი. როგორც შურღაია ამბობს, ფარულავამ ყოფილ ქმარს ბინა გააყიდინა და ახლა ტარიელ სუარი იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც იამ მისგან შეიძინა. 

გიტარისტი ტარიელ სუარი ამ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სტატუსი გამოაქვეყნა:

„რა გამაყიდინა, ან რაის ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს, ხალხო? გამაგიჟებს ეს ხალხი... პირიქით, ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე და მოვიშორე იმისთვის, რომ სასტუმროს წილი შემეძინა, სხვათა შორის, წარმოუდგენლად იაფად. როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება? სირცხვილია!“, - წერს ტარიელ სუარი. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×