რეზონანსი
15.11.2025

„ფაქტია, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“. საფრანგეთს ეკონომიკური ზრდა აქვს 0.5%, გერმანია რეცესიისკენ არის, მინუსი აქვს. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს ან ინფლაცია უტევთ, ან დაბალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არაჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ და ამან ასახვა პოვა იმ კვლევებში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი IPSOS-ის კვლევების სახით. ყველა დიდი ევროპულის სახელმწიფოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ეს არის პირდაპირი დემონსტრირება, რომ ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, ჩატარებული გამოკითხვით, რომელიც ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება.

ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები, მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×