რეზონანსი
15.11.2025

„ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი. იცით, რომ არაერთი ევროპელი ბიუროკრატის წინააღმდეგ, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურებში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ დაიწყო გარკვეული სისხლის სამართლის საქმეების ძიება, იქნება ეს სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ა.შ. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, გამოუთხარა ძირი და მიწასთან გაასწორა ევროკავშირის ავტორიტეტი და ამ კვლევამაც დაადასტურა ეს ყველაფერი“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება. 

ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები, მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×